კომპანია NanoMedicine ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. ფარმაცევტულ სივრცეში პირველად გამოვჩნდით ბრიტანულ-გერმანული მედიკამენტით – “კოსმოკოლი”. ამჟამად ჩვენს პორტფოლიოში უკვე რამოდენიმე მედიკამენტია წარმოდგენილი.
ჩვენი მისიაა საქართველოს ბაზარზე უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის, ინოვაციური და სანდო მედიკამენტების ხელმისწვდომობა.
ვიკვლევთ ადგილობრივ ბაზარს, ვავლენთ სფეროებს, სადაც ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტების დეფიციტი ვლინდება და ვმუშაობთ ამ დანაკლისის შევსებაზე.
პარალელურად, მუდმივად ვადევნებთ თვალს გლობალურ ინოვაციებს ფარმაცევტიკის სფეროში, ვისწრაფვით შემოვიტანოთ ინოვაციური პროდუქტები და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოში.
ამ ხედვასვე უკავშირდება ჩვენი გუნდის ამბიციური ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დადებითი ცვლილებების სურვილით ინსპირირებული მიზანი – თავად შევძლოთ ულტრათანამედროვე ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ადგილზე შეძლებს ინოვაციური მედიკამენტების წარმოებას.
NanoMedicine-ის პროფესიული ეთიკა და ძირითადი ღირებულებები ემყარება მომხმარებლის ნდობის გამართლებას მათთვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებით.
თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი
თანადამფუძნებელი, ბრენდის წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში
თანადამფუძნებელი, პასუხისმგებელი ფარმაცევტი
თანადამფუძნებელი, გაყიდვების მენეჯერი
ბრენდის წარმომადგენელი და პარტნიორი ჩინეთში
ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი
ვთანამშრომლობთ
მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უსაფრთხო, თანამედროვე და ეფექტური მედიკამენტები.
ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ სამ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიასთან ქართულ ბაზარზე – Gepha, Aversi Pharma, PSP Pharma.
ჩვენი მედიკამენტები წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 1500-ზე მეტ აფთიაქში.
Copyright © 2025 NanoMedicine Ltd. | Developed by Amiran Ebralidze